ჩვენ არ ველოდებით საფრთხის დადგომას, ჩვენ ვმოქმედებთ მის წიწასწარ გასანეიტრალებლად – ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის არმია ჩრდილოეთში ძალთა ბალანსის შესაცვლელად მოქმედებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„მათთვის, ვისაც ჯერ არ ესმის, მინდა განვმარტო ისრაელის პოლიტიკა. ჩვენ არ ველოდებით საფრთხის დადგომას, ჩვენ ვმოქმედებთ მის წინასწარ გასანეიტრალებლად. ეს ხდება ყველგან, ომის ნებისმიერ თეატრში, ნებისმიერ დროს“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ანადგურებს ტერორისტული დაჯგუფების მაღალჩინოსნებს, ტერორისტებსა და სარაკეტო დანადგარებს.

„მე პირობა დავდე, რომ ჩვენ შევცვლით უსაფრთხოების ბალანსს, ძალთა ბალანსს ჩრდილოეთში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ვანადგურებთ ათასობით რაკეტას, რომელიც მიმართულია ისრაელის ქალაქებსა და ისრაელის მოქალაქეებზე“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები