“ჩვენ გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შეიძლება, თავში გაუჩნდეთ აზრი, რომ ევროკავშირს მოსთხოვონ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება” – კახიანი

“სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შეიძლება, თავში გაუჩნდეთ აზრი, რომ ევროკავშირს მოსთხოვონ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდება.

“მე არ მესმის, სხვა რა შეიძლება, იყოს შენს ქვეყანასთან მიმართებით მოღალატეობრივი დამოკიდებულება. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური ამბიცია დაკმაყოფილდეს, თურმე ჩვენს ქვეყანას უნდა შეეზღუდოს ვიზალიბერალიზაცია, რაც არარეალისტურია. დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ არ მოხდება. ამაზე საუბარი არც არის, სხვადასხვა ოფისებში იგონებენ“, – განმარტა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები