„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი კლდეკარის, კიშინიოვისა და ცქიტიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი – ირაკლი ხელაძე კლდეკარის, კიშინიოვისა და ცქიტიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა ადგილობრივ მოსახლეობასთან არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა. ვხედავთ, რომ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, კიდევ ბევრი გამოწვევაა, თუმცა, მშვიდობის შენარჩუნების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ გააგრძელებს განვითარებას“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს დელეგატმა იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები