პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი – დავით კაჭარავა მთაწმინდის რაიონში, კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელას მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც დელეგატმა აღნიშნა, მან მოსახლეობასთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – დავით კირკიტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები