გიორგი ჩაკვეტაძე: ის „ენჯეოები“, რომლებიც თითქოს დამოუკიდებლები არიან, რეალურად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ

ვხედავთ თავიანთი ქვეყნის მტრობას. ის „ენჯეოები“, რომლებიც თითქოს დამოუკიდებლები არიან, რეალურად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს.

მისივე თქმით, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ცდილობს როგორმე საქართველომ არ მიიღოს ის სიკეთეები, რომლებიც აქვს დღესდღეობით ევროკავშირისგან.

„ვხედავთ თავიანთი ქვეყნის მტრობას. ის „ენჯეოები“, რომლებიც თითქოს დამოუკიდებლები არიან, რეალურად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ. ასე რომ, მათგან არ უნდა გაგვიკვირდეს. მე პირადად მიკვირს „მაკკეინის ინსტიტუტისგან“, რომელიც უნდა წარმოადგენდეს დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტს საერთაშორისო ასპარეზზე – როგორ დადიან აქამდე, რომ ცდილობენ როგორმე საქართველომ არ მიიღოს ის სიკეთეები, რომლებიც აქვს დღესდღეობით ევროკავშირისგან“, – აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში, რომელშიც ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სანქციების დაწესება და უვიზო მიმოსვლის შეჩერება, საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების პირობებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და დაფინანსების გზებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები