“საქართველო არანაკლებ სჭირდება დასავლეთს, ისევე როგორც დასავლეთი გვჭირდება ჩვენ” – სოზარ სუბარი

“საქართველო არანაკლებ სჭირდება დასავლეთს, ისევე როგორც დასავლეთი გვჭირდება ჩვენ, – განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„საქართველო არის კარიბჭე ძალიან დიდი რეგიონის. კავკასიის, ცენტრალური აზიის, ასევე არის უმოკლესი გზა ჩინეთისკენ და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის. დასავლეთიც არ არის ერთფეროვანი და იქაც ძალიან სწრაფად ხდება გამოფხიზლება ყველა ხედავს იმ უსამართლობას რაც ხდება დღეს საქართველოს მიმართ შეფასებების უკან თუ განცხადებების დროს, ყველა ხედავს, რომ დემოკრატიის ხარისხი საქართველოში არის გაცილებით მაღალ დონეზე, ვიდრე მოლდოვაში, უკრაინასა და ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.

უკრაინის ომიც დიდხანს ვერ გაგრძელდება, უკვე ისეთმა ქვეყნებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ აუცილებელია შეწყდეს ომი, დაიწყოს მოლაპარაკებები, რომელიც ადრე ამ მოლაპარაკებების ჩაშლით იყვნენ დაკავებული. მსგავს განცხადებებს აკეთებენ უკრაინის პირველი პირები, პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობით. ძლიერდება კრიტიკა ზელენსკის და მისი ხელისუფლების ყველა მიმართულებით და მათ შორის კორუფციის მიმართულებითაც. ეს ყველაფერი ყურადღების მიღმა არ დარჩება და გამოიწვევს ცვლილებას ზოგადად პოლიტიკაში და მათ შორის საქართველოშიც“, – აღნიშნა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები