“ნებისმიერი საერთაშორისო ფორუმი საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი” – ბოჭორიშვილი

“ნებისმიერი საერთაშორისო ფორუმი საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

“გაეროს გენერალური ასამბლეა არის უმაღლესი ტრიბუნა, სადაც შეგვიძლია მთელს მსოფლიოს მივაწვდინოთ ხმა საქართველოს ინტერესების შესახებ. ამ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, გამოიყენებს საქართველოს პრემიერი. ეს კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა ორმხრივი შეხვედრებისთვის”, – განმარტა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-შია. პრემიერი 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები