სამტრედიის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში 26- ე ქუჩა და აღნიშნული ქუჩის ჩიხები იგება, პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის მიხედვით შეიცვალა ასევე ამორტიზებული წყალსაწრეტი მილები, აღნიშნული გზა სოფლების დიდი ჯიხაიშშისა და ეწერს შორის დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს, სადაც სამარშუტო ტრანსპორტი გადაადგილდება. ადგილობრივების განცხადებით აქ კაპიტალური გზა არასოდეს ყოფილა.
გზის მშენებლობის სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს ამირან თევდორაძესთან, დიდ ჯიხაიშში მერის წარმომადგენელთან ნუგზარ ნუცუბიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები