ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ამბროლაურში, ღია ცის ქვეშ, კონცერტით გაიხსნა

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ამბროლაურში, ღია ცის ქვეშ კონცერტით გაიხსნა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, საღამო მასპინძელმა ანსამბლებმა გახსნეს, შემდეგ კი სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები.
სტუმრებმა ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებთან ერთად, საკუთარი ქვეყნის სიმღერებიც შეასრულეს.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოში მეხუთედ ტარდება, 23 სექტემბერს თბილისში გალა კონცერტით დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები