ოზურგეთის რაიონის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ოზურგეთის რაიონის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. დაზიანდა ადგილობრივი მცხოვრების , ბორის სიამაშვილის საცხოვრებელი სახლი. როგორც „კვირას“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ განუცხადა, ოზურგეთის რაიონი მეწყერსაშიშ ზონას წარმოადგენს. მისი თქმით, მეწყერის ჩამოწოლის შესახებ მათ ინფორმაცია სოფელ კონჭკათიდანაც მიიღეს და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მიემართებიან.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ძირითადად მეწყერ საშიშ ზონას წარმოადგენს. ამჟამად, სოფელ კონჭკათში მივემგზავრებით, სადაც ადგილზე უნდა გავეცნოთ თუ რა სიტუაცია იქ. ბოლო ინფორმაცია მეწყერის შესახებ, სწორედ ამ სოფლიდან შეგვატყობინეს. მანამდე კი მეწყერი სოფელ ვაკიჯვარში ჩამოწვა. ჩვენი მოთხოვნით, სიამაშვილების ოჯახის დაბინავება მის ნათესავებთან მოხდა. ამის შემდეგ, კი სპეციალისტები შეისწავლიან მდგომარეობას და გაარკვევენ, რამდენად შესაძლებელია გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. შესაძლოა ოჯახს ალტერნატიული ფართი შევთავაზოთ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები