“14 მილიარდი არის მითი, რადგან არსად წერია; წერია მხოლოდ ის, რომ შვიდი წლის მანძილზე ყველა კანდიდატ ქვეყანას გადაუნაწილებენ ამ 14 მილიარდს” – მაჭარაშვილი
“14 მილიარდი არის მითი იმიტომ, რომ არსად ეს არ წერია და რაც წერია, მხოლოდ ის არის, რომ შვიდი წლის მანძილზე ყველა კანდიდატ ქვეყანას გადაუნაწილებენ ამ 14 მილიარდს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, “პროპორციულად კარგად წარმოგვიდგენია, ჩვენისთანა პატარა ქვეყანას რა შეიძლება, შეხვდეს”.
“ოპოზიციურ პარტიას თვითონ არაფერი აქვს დღის წესრიგში, ხალხს რომ შეჰპირდეს და ევროკავშირის შვიდი წლის შემდეგ დაფინანსებით გასცემს დაპირებას, ამით ჩანს, რისი მაქნისები არიან”, – აცხადებს მაჭარაშვილი.