“გავერთიანდეთ და განვითარებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში ვიცხოვროთ ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად” – თალაკვაძე

“ყალბმა აჟიოტაჟმა, რომელიც მოჰყვა ჩვენი ლიდერების განცხადებებს, კიდევ ერთხელ აჩვენა – ვინ არის ქვეყანაში ომის პარტია და ვის სურს, რომ ქვეყანა შეიყვანოს ქაოსში, შეიყვანოს დესტრუქციაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში, “ქართული ოცნების” რეგიონულ შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

“გავერთიანდეთ და განვითარებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში ვიცხოვროთ ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად. ეს არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა და არავითარი სხვა ინტერპრეტაცია ამ განცხადებებს არ შეიძლება რომ ჰქონდეს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გორში, “ქართული ოცნების” რეგიონულ შეხვედრაზე განაცხადა: – “არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები