“განმეორებითი ხმის მიცემა, ფაქტობრივად, საერთოდ გამორიცხულია, თუ ამომრჩეველი არჩევნებზე ორმაგი ვერიფიკაციის მცდელობას შეეცდება, ვერიფიკაციის აპარატი საკმაოდ ხმამაღალ ხმას გამოსცემს” – ცესკოს სპიკერი

“თუ ამომრჩეველი არჩევნებზე ორმაგი ვერიფიკაციის მცდელობას შეეცდება, ვერიფიკაციის აპარატი საკმაოდ ხმამაღალ ხმას გამოსცემს, ასევე გამოაქვს შეტყობინება, რომ სახეზეა ორმაგი ვერიფიკაცია”, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იოსელიანის განცხადებით, განმეორებითი ხმის მიცემა, ფაქტობრივად, საერთოდ გამორიცხულია.

“მითები არსებობს: განმეორებით ხმის მიცემა, მაგალითად, ნებისმიერი ამომრჩევლის მხრიდან კონკრეტულ უბანზე მისვლა და ხმის მიცემა, ფაქტობრივად, საერთოდ გამორიცხულია, ამის შესაძლებლობას ვერიფიკაციის აპარატი არ იძლევა. მას შემდეგ რაც, მაგალითად, ამომრჩეველი ორმაგი ვერიფიკაციის მცდელობას შეეცდება, ვერიფიკაციის აპარატი საკმაოდ ხმამაღალ ხმას გამოსცემს და ასევე გამოაქვს შეტყობინება, რომ სახეზე ორმაგი ვერიფიკაციაა. თუ ამომრჩეველი კონკრეტული უბნის ამომრჩეველი არ არის , ჩვენი ვერიფიკაციის აპარატი ასევე საკმაოდ მაღალ სიგნალს გამოსცემს და ასევე გამოაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული უბნის ამომრჩეველი არ არის. ასევე აღვნიშნავ გადასატან საარჩევნო ყუთზე: გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანილი ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე გამოცხადების შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ვერიფიკაციის აპარატი მათ ამ შესაძლებლობას ასევე არ მისცემს”, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, შეცვლილია ხმის მიცემის წესი.

“ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოდიფიცირებული ახალი სახის ბიულეტენები გვაქვს, შეცვლილია ხმის მიცემის წესი. წელიწად-ნახევრით ადრე დაწყებული პროცესი სწორედ ამას უკავშირდება – რომ იმ სიახლეებზე, რომელიც კანონმდებლობამ შემოგვთავაზა, ამომრჩევლები სწორად იყვნენ ინფორმირებულები. ასევე ვიტყვი, რომ ჩვენთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული რიგითი ნომრის შემოხაზვის ნაცვლად , ახლა სასურველი სუბიექტის წინ არსებული წრე უნდა გავაფერადოთ. ასე უნდა მივცეთ ხმა ჩვენთვის სასურველ სუბიექტს.
ჩვენი დაკვირვებით, ერთ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად 45 წამიდან 1 წუთამდე დრო დასჭირდება. რაც შეეხება გაფერადების ნაწილს: მას შემდეგ რაც რეგისტრატორი ამომრჩეველს ბიულეტენს გადასცემს, ის ვალდებულია კიდევ ერთხელ აუხსნას როგორც ბიულეტენის შევსების წესი, ასევე ჩარჩო კონვერტის გამოყენების წესი. ბიულეტენები აღარ იკეცება, აღარ იდება კონვერტში, ის იდება ჩარჩო ფორმაში . ხმის მიცემის ფარულობის დაცვა ასე ხდება. რეგისტრატორი ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში ისე არ გაუშვებს, ვიდრე იქვე საცდელ წრეს არ გააფერადებინებს. ანუ ამომრჩეველი საცდელ წრეს რეგისტრატორის მაგიდაზევე აფერადებს”, – განმარტა ნათია იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები