ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთში BRICS-ის სამიტზე ჩავა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთის ქალაქ ყაზანში გასამართ BRICS-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას,- ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა მიიღო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიწვევა და ის დაესწრება BRICS-ის სამიტს, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ყაზანში გაიმართება.
„ჩემი ვიზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას პრეზიდენტ სი ძინპინის ყაზანში გასამართ BRICS-ის სამიტზე ვიზიტის მომზადებაა. პრეზიდენტმა დიდი სიამოვნებით მიიღო თქვენი დაპატიჟება ყაზანის სამიტზე სტრატეგიულ საკითხებზე სასაუბროდ“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთის ქალაქ ყაზანში BRICS-ის სამიტი 22-24 ოქტომბერს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ წელს პუტინი და სი ძინპინი უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.