ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ გადაუცია – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ გადაუცია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთხელ, აშშ და E3 (დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი) მოქმედებს გაუმართავი დაზვერვისა და მცდარი ლოგიკის საფუძველზე. ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ მიუწოდებია. წერტილი. სანქციების მომხრეებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, როგორ შეუძლია ირანს, აწარმოოს და გაყიდოს ასეთი იარაღი? სანქციები არ არის გამოსავალი, ის პრობლემის ნაწილია“, – წერს აღაჩი.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობდნენ. ამასთან, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ირანსა და რუსეთს სანქციები დაუწესეს.