“ოპოზიციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩათვლით, სურს, თავი მოაწონოს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელებს” – პაპუაშვილი

“ოპოზიციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩათვლით, სურს, თავი მოაწონოს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელებს, მათი ლეგიტიმაცია სჭირდებათ, კიდევ ერთი სამარცხვინო ეპოქაა არასამთავრობო სექტორის ისტორიაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა აშშ-ის კონგრესში, საგარეო საქმეთა კომიტეტში დაგეგმილ იმ მოსმენასთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელი არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორი, ეკა გიგაური იქნება.

“მარტივ რამეზე გავამახვილებდი ამერიკელი კოლეგების ყურადღებას. წარმოიდგინონ, რომ ამერიკის მოქალაქე ჩადიოდეს სხვა ქვეყანაში, თუნდაც საქართველოს პარლამენტში მოდიოდეს და ამერიკის წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებას. აი, ამასთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ წახალისებული და მოწონებული არის ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ვფიქრობ, ეს თავისთავად უკვე ზნეობრივად არასწორი საქციელია.

რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და მისი ხელმძღვანელობის ქცევას, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც, პირველ ყოვლისა, ისინი საზღვარგარეთ ატარებენ, რადგან ოპოზიციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩათვლით, სურს, რომ თავი მოაწონოს არა ქართველ ხალხს, არამედ გარეთ, უცხოელებს. მათი რჩეულები უნდა იყვნენ და მათი ლეგიტიმაცია სჭირდებათ. კიდევ ერთი სამარცხვინო ეპოქაა არასამთავრობო სექტორის ისტორიაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები