შალვა პაპუაშვილი: სტუმარი რომ სახლში შემოგივა, ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ

სტუმარი რომ სახლში შემოგივა და არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტს ეხმაურება.

პაპუაშვილი ასევე მადლობას უხდის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესტაგის, მასზე რანგით დაბალ წევრებს შეხვდა.

„სტუმარი რომ სახლში შემოგივა, შენს სახლში ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ. მადლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესტაგის, მასზე რანგით დაბალ წევრებს შეხვდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები