მამუკა მდინარაძე: ბოლოს მოინდომეს ლაშა ტალახაძის და გენო პეტრიაშვილის დაბულინგება

ბოლოს მოინდომეს ლაშა ტალახაძის და გენო პეტრიაშვილის დაბულინგება. აზრი აღარ ეკითხებათ უკვე ამ ხალხს ისეთ დღეში არიან. ჩვენ ხომ დაგვაბულინგეს თავისი ჭკუით, ახლა ამათ აბულინგებენ. პოლარიზაციას ალაგებენ თვითონ და მერე გვსაყვედურობენ პოლარიზაციაზე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ახლა აგონიაშია და აზრი არ მოეკითხება.

„არ გამოვა ეს ჩვენი დაბულინგება. შარშან, „ნაცმოძრაობის“ სამივე ტელევიზიამ გაავრცელა, ვიღაც უკრაინაში მებრძოლებიო თითქოს, ამ დროს კიევთან ტყეში, რომ გადიან და დახატავენ რაღაცებს და გვემუქრებიან იქიდან, ასეთმა ორმა ადამიანმა შეურაცხყოფა მომაყენა ტელეფონში, მესიჯის სახით და ორივეს დავუბრუნე უფრო ხისტი პასუხი. ორივე გაუშვეს. წელს ერთი 50 ადამიანი დააორგანიზეს, ვისაც მივწვდი პასუხი გავეცი, ერთი აღარ გამოუქვეყნებიათ. ხვდებით ხომ მიზეზს? არ გამოვა ჩვენი დაბულინგება ასე. იმ ხალხს არ ვგავართ სადარბაზოებში, რომ იმალებოდნენ ხოლმე თავის დროზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები