აჩიკო ნიჟარაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: აუცილებლად ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროპაში

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. აუცილებლად ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროპაში, –  განაცხადა მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება საჩხერის გარდა, ლანჩხუთშიც იმართება.

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ – ამ გზავნილის ირგვლივ საჩხერეში აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, გელა დონაძე და ანუკა ცქვიტინიძე, ასევე ზუკას ბენდი გაერთიანდნენ, ხოლო ლანჩხუთში მმართველ გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ ქუჩის მუსიკოსები, მირზა მოდებაძე და ბენდი, ასევე თამთა ჭელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები