გივი მიქანაძე ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ეწევა

“ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს თავისი ჩვეული მეთოდებით”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი გივი მიქანაძე “ქართული ოცნების” წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტს.

მან მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

„მინდა, ჩვენი გუნდის სახელით, გამოვხატო ღრმა მწუხარება და სამძიმარი ერმილე გიგიაძის ოჯახის და ახლობლების მისამართით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, “იმედის“ ინფორმაციით,  ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრ ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები