ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას ათობით დრონით დაესხა თავს
რუსული ძალები წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის ათობით დრონით დაესხნენ თავს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
წყაროს ცნობითვე, რუსებმა დრონები ქვეყნის რამდენიმე ოლქის მიმართულებით გაუშვეს.
„ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. დარჩით თავშესაფრებში! დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო თავდასხმის განგაშია“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, საჰაერო განგაში გრძელდება.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში რუსულმა ძალებმა პოლტავასა და ლვოვზე მასშტაბური სარაკეტო შეტევის შედეგად, საერთო ჯამში, 60 ადამიანი დაიღუპა და 360-ზე მეტი დაშავდა.