უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ანდრეი სიბიგა დაიკავებს

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ფრაქცია სამთავრობო როტაციის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურაზე შეთანხმდა.

არახამიას თქმით, სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მოქმედი საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დმიტრო კულებას პირველი მოადგილის, ანდრეი სიბიგას დანიშვნას დაუჭირეს მხარი.

შეგახსენებთ, რომ სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე, 2016-2021 წლებში იყო უკრაინის ელჩი თურქეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები