ავტოავარიას თბილისში ორსული ქალი ემსხვერპლა

დიდუბეში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 31 წლის ორსული ქალბატონი ქუჩას კვეთდა, რა დროსაც მას საპირისპირო მხრიდან მომავალი “მერსედესის” მარკის ავტომობილი დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ორი შვილის დედაა და მესამე შვილს ელოდებოდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მე-5 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები