ვასილ გველესიანი: მომავალი თაობისთვის ბექა ბოგვერაძე არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება საკუთარი შრომით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვო
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში ზესტაფონელი ბექა ბოგვერაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, მოლდოვიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ სპორტსმენს, მეგობრებთან, გულშემატკივრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი დახვდა და პირადად მიულოცა ახალგაზრდა სპორტსმენს ჩემპიონობა.
მსოფლიო ჩემპიონატს მოლდოვა, ქალაქი კიშინიოვი მასპინძლობდა. 90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ბოგვერაძემ ( ორივე მკლავში) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ვასილ გველესიანის თქმით, ვასილ გველესიანი: მომავალი თაობისთვის ბექა ბოგვერაძე არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება საკუთარი შრომით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვო.
“ამაყი ვარ ბექას წარმატებით. ის ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენია, რომელიც მომავალშიც იტყვის თავის სიტყვას. მომავალი თაობისთვის კი ბექა ბოგვერაძე არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება საკუთარი შრომით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვო”, – აცხადებს ვასილ გველესიანი.