ახალციხის სამუსიკო სკოლამ კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა

ახალციხის სამუსიკო სკოლამ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში “ინსტრუმენტების განახლება სამუსიკო სასწავლებლებში” მიიღო მონაწილეობა და გრანტი მოიპოვა. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსი ითვალისწინებდა პროექტში გამარჯვებული სამუსიკო სკოლებისათვის კულტურის სამინისტროს დაფინანსებით სხვადასხვა ინსტრუმენტების შეძენას და გადაცემას. სამინისტროსგან მოპოვებული გრანტითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ახალციხის სამუსიკო სკოლამ ახალი მუსიკალური ინსტრუმენტი – როიალი შეიძინა.

“მუსიკალური ინსტრუმენტის შეძენა სამუსიკო სკოლის დირექტორს და პედაგოგებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ აქტიურ და მაღალპროფესიულ დაწესებულებას წარმოადგენს. ა(ა)იპ-ის შემადგენლობაში არის ქალაქ ახალციხის, ქალაქ ვალის და სოფელ აწყურის სამუსიკო სკოლები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი ლაზარაშვილის გადაწყვეტილებით 2022 წლის სექტემბრიდან მუსიკალურ სკოლაში სწავლა ყველასთვის უფასო გახდა და საგრძნობლად გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა. სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ცოდნას საფორტეპიანო, სავიოლინო, საგუნდო, ფლეიტისა და დასარტყამი ინსტრუმენტების განხრით”,- წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები