ბოლნისის მერია: სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სახლის დაზიანებული სახურავების გადახურვა 2024 წელსაც მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სახლის დაზიანებული სახურავების გადახურვა 2024 წელსაც მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოებისთვის 2024 წელს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 745 170 ლარი გამოყო.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის სახლის დაზიანებული სახურავის შეცვლის მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის 2024 წელს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 745 170 ლარი გამოყო. ამ პროგრამით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ ეტაპზე, 35 სოციალურად დაუცველი ოჯახი ისარგებლებს.
აღსანიშნავია, რომ 2016-2024 წლებში, საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული სახლის სახურავი სოციალურად დაუცველ 311 ოჯახს შეუცვალა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 824 355 ლარი დაიხარჯა”,- წერია ინფორმაციაში.