წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში 47 480 მეტრი წყალმომარაგების გამანაწილებელი მილსადენი და 4559 მეტრი თუჯის გადამცემი ხაზი მოეწყო
“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში 47 480 მეტრი წყალმომარაგების გამანაწილებელი მილსადენი და 4559 მეტრი თუჯის გადამცემი ხაზი მოეწყო”, – ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.
“სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1000 კუბური მეტრი მოცულობის ორ რეზერვუარს. მოეწყო 8 ჭაბურღილი შემკრები რეზერვუარით, სატუმბი სადგურითა და სატრანსფორმატოროთი, ინერგება Skada სისტემა.
პროექტის დასრულების შემდეგ, გამრიცხველიანდება 2500 აბონენტზე მეტი, მოეწყობა თანამედროვე, ახალი სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 9 087 881 ამერიკული დოლარია”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.