გია ვოლსკი: სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა

“სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ ჰაიდი ტალიავინის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ქვეყანამ დაკარგა ის ტერიტორიები, რომელსაც სააკაშვილი ქვა-ღორღს ეძახდა.

„სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია მოეხდინა. რაც არ უნდა შეკითხვები დასვათ, ფაქტია, რომ სასამართლო ჩვენ მოვუგეთ რუსეთს და ფაქტია ისიც, რომ პირველად არასრულფასოვანი, ხარვეზიანი მასალები შეიტანეს. გაეროს უშიშროების საბჭოს არ მიმართეს და რეალურად გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორია არ აინტერესებს და მოხდა ის, რაც მოხდა. რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა და ფაქტობრივად, ჩვენ დავკარგეთ ის ტერიტორიები, რომელსაც სააკაშვილი ქვა-ღორღს ეძახდა. ეს ფაქტი მოხდა და ამ ფაქტის მიუხედავად, ჩვენ სასამართლო მოვიგეთ. ახლა ეს აიღეთ და აწონ-დაწონეთ, ვინ არის ამ ქვეყნის პატრიოტი და ვინ გააკეთა ისე, რომ ამ ქვეყანას სერიოზული ზარალი მიეღო რუსეთის შემოჭრის გამო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, ჰაიდი ტალიავინმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ქართული მხარისგან არ მიგვიღია არცერთი დოკუმენტი, რაც დანამდვილებით დაამტკიცებდა თუნდაც ერთი ისეთი რუსული ტანკის სამხრეთ ოსეთში ყოფნას, რომელიც სამშვიდობოებს არ ეკუთვნოდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები