საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გავრცელებული ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
როგორც “ბიბისის” სახანძრო სამსახურის წყარომ განუცხადა, ცხედარი ქალაქ ვრილისიაში, ჩრდილოეთ ათენში, მაღაზიაში იპოვეს.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხანძარი ორშაბათს 40 სხვადასხვა ადგილას გაჩნდა და ზოგიერთ რაიონში ხანძარი 25 მეტრს აღწევს.
მედიის ცნობით, ხანძრების შედეგად შექმნილი რთული სიტუაციის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 700-ზე მეტი მეხანძრე, 199 სახანძრო მანქანა და 35 თვითმფრინავია ჩართული.
ორშაბათს საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში სახანძრო სამსახურის სპიკერმა, პოლკოვნიკმა ვასილიოს ვათრაკოგიანისმა განაცხადა, რომ ახალი ხანძრის კერები მოსალოდნელია მთელი კვირის განმავლობაში.
მისივე თქმით, ორმა მეხანძრემ ხანძრის ჩაქრობისას მძიმე დამწვრობა მიიღო და ისინი მკურნალობას განაგრძობენ.
ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, საბერძნეთს დაეხმარონ. „ბიბისის“ ინფორმაციით, იტალია საბერძნეთს ორ თვითმფრინავს მიაწვდის, ხოლო საფრანგეთი და სერბეთი – თითო ვერტმფრენს. ესპანეთი, ჩეხეთი და რუმინეთი გააგზავნიან დამატებით მანქანებს, პერსონალსა და სხვადასხვა სახის დახმარებას. თურქეთი კი გეგმავს ორი თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გაგზავნას.