Fox News: ირანმა შესაძლოა, ისრაელზე თავდასხმა მომდევნო 24 საათის განმავლობაში განახორციელოს

ირანმა შესაძლოა, ისრაელზე თავდასხმა მომდევნო 24 საათის განმავლობაში განახორციელოს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც – ისრაელს და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შესასრულებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რეგიონში გაზრდილი დაძაბულობით და გაერთიანებულნი ვართ დეესკალაციისა და რეგიონული სტაბილურობისადმი ერთგულებით. ამ კონტექსტში, და კერძოდ, მოვუწოდებთ ირანს და მის მოკავშირეებს, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონში არსებულ ვითარებას. ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას საფრთხე ემუქრება“, – წერენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, მათი თქმით, ირანი იქნება პასუხისმგებელი იმ ქმედებებზე, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ახლო აღმოსავლეთში მშვიდობასა და სტაბილურობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები