გერმანიაში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ გერმანიაში, მდინარე მოსელის ნაპირებთან, ქალაქ კროევში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2-მდე გაიზარდა. ნანგრევების ქვეშ 7 ადამიანი რჩება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი ცხედრის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ნგრევის დროს შენობაში 14 ადამიანი იმყოფებოდა.

“დაზიანებიდან გამომდინარე, ეს უკიდურესად რთული ოპერაციაა, რადგან შენობაში მხოლოდ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს შეუძლიათ შევიდნენ, მაქსიმალური სიფრთხილის დაცვით,” – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მათივე თქმით, ნგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სასტუმროს სიახლოვეს სამი სახლი ევაკუირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები