ალუდა ღუდუშაური – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რეზოლუციას დაახლოებით ორ თვეში დაუჭირეს მხარი, რომელშიც პირდაპირ საქართველო, ანუ მათი ქვეყანა დადანაშაულებულია აგრესიული ომის წარმოებაში

რეზოლუციას დაახლოებით ორ თვეში დაუჭირეს მხარი, რომელშიც პირდაპირ საქართველო, ანუ მათი ქვეყანა დადანაშაულებულია აგრესიული ომის წარმოებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მმართველი გუნდის დეპუტატი 2008 წლის ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ წევრებმა დაუჭირეს მხარი.

„რეზოლუციას დაახლოებით 2 თვეში მოაწერეს ხელი და მხარი დაუჭირეს, რომელშიც პირდაპირ საქართველო, ანუ მათი ქვეყანა დადანაშაულებულია აგრესიული ომის წარმოებაში. მათი ქვეყნის ამაყი, თავდადებული, ღირსეული სამხედროები არიან აგრესიული ომის წარმოებაში დადანაშაულებულები. ნებისმიერი ახსნა, რომელიც ამის საპირწონე თითქოსდა იქნება, არის ნულის ტოლი“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები