ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც „ნაცმოძრაობისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე საძულველი პოლიტიკური ფიგურა იმპიჩმენტს გადაურჩა, საფასური შესაძლებელია, ყოფილიყო სწორედ სააკაშვილის შეწყალება

როდესაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე საძულველი პოლიტიკური ფიგურა იმპიჩმენტს გადაურჩა, საფასური შესაძლებელია, ყოფილიყო სწორედ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში შეწყალების გამოცემას აზრი ეკარგება, რადგან სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს შეფარდებული.

„თუ გვიან მოხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების დადგომა და შემდგომ უკვე მსჯავრის გამოტანა ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიძლებოდა, რომ 6 წლისთავს კიდევ დამატებოდა პატიმრობის ვადა. ანუ ამ გაგებით, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა შემსუბუქებული არის. „ნაციონალური მოძრაობა“ ამას აპროტესტებს იმის გამო, რომ ის გარიგება, რომელიც პრეზიდენტსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შედგა, როდესაც მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი პოლიტიკური ფიგურა, როგორც იცინი აცხადებდნენ, იმპიჩმენტს გადაურჩა, საფასური შესაძლებელია, ყოფილიყო სწორედ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. მაგრამ ამ შემთხვევაში ამ შეწყალების გამოცემას აზრი ეკარგება იმიტომ, რომ მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები