ბანგლადეშის ყოფილი პრემიერის შვილი ქვეყანაში მიმდინარე არეულობაში აშშ-სა და პაკისტანის ჩართულობას არ გამორიცხავს
ბანგლადეშის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინა საჯიბ ვაზედის შვილი ქვეყანაში არსებულ არეულობაში უცხოურ ჩარევას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, აღნიშნულის მტკიცებულება არ აქვს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ არეულობაში შეერთებული შტატები და პაკისტანი მონაწილეობენ.
„არანაირი მტკიცებულება არ მაქვს [ჩარევის შესახებ], მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პაკისტანი მონაწილეობს“, – თქვა მან Bloomberg-თან ინტერვიუში.
მანვე დასძინა, რომ ვაშინგტონი უპირატესობას ანიჭებს მის მიერ კონტროლირებად უცხო მთავრობებს, რომლებიც მათ მითითებებს ასრულებენ.
ცნობისთვის, ბანგლადეშში ივლისის დასაწყისში მასობრივი აქციები დაიწყო, რაც მოგვიანებით მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მიტინგების მთავარ მიზეზად ბანგლადეშელი სტუდენტებისთვის დასაქმების კვოტების შემოღება სახელდება.
ქვეყანაში მასობრივი არეულობების ფონზე, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა.