ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მუშევანში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები მოინახულა. პროექტის ფარგლებში, 4800 გრძივი მეტრის ქსელი მოეწყობა და სასმელი წყლის პრობლემა  ჯამში 105 ოჯახს მოუგვარდება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 173 142 ლარს შეადგენს. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები