მიხეილ სარჯველაძე: ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არაა

ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არაა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია.

“საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და, ხშირ შემთხვევაში, მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობის თითქოსდა საქმიანობის შეჩერების, დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები