აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული“ პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად პენსილვანიის გუბერნატორს, ჯოშ შაპიროსა და მინესოტას გუბერნატორს, ტიმ უოლცს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სავარაუდოდ, ჰარისი თავისი გადაწყვეტილების შესახებ სამშაბათს, ფილადელფიაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად დაგეგმილ პირველ საჯარო გამოსვლამდე განაცხადებს.
წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით.