თბილისში 50-წლამდე ქალს, ანი გიუნტერის დას ეძებენ
თბილისში 50-წლამდე ქალს, ნატალია გიუნტერს ეძებენ.
ინფორმაციას ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“დაიკარგა ჩემი და… აცვია შავი შარვალი და ვეფხვისებრი პრინტის ზედა. გავიდა ვეძისის ტერიტორიიდან დოლიძემდე ტელეფონის მოსატანად. სახლში დატოვა ჩანთა, ფული, პირადობა და შშმ შვილი. დამეხმარეთ”, – წერს ოჯახის წევრი.