რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ.
ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე, სადაც მათი თვითმფრინავი დაეშვა, მათ ოჯახის წევრებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დახვდნენ.
გათავისუფლებულ ამერიკელებს შორის არიან Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, ასევე ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, რომელიც რუსეთში 2018 წლიდან იყო დაპატიმრებული.
გათავისუფლებულებს შორის ასევე არიან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ კარა-მურზაც.