მოწმის სახით გამოკითხულმა ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა სუსი დატოვეს

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება.

მოწმის სახით გამოკითხულმა ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა უწყება უკვე დატოვეს.

სამსაათიანი გამოკითხვის შემდგომ, საქმის დეტალებთან დაკავშირებით მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათი თქმით, სუსში საკუთარ საქმეზე იმყოფებოდნენ.

“ქრონიკას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ ხანგოშვილი და კუშტანაშვილი უწყებაში სწორედ ტერორისტული აქტის მომზადებისა და, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, შეთქმულების საქმეზე იყვნენ დაბარებულები.

საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის მკვლელობის მომზადების ფაქტებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები