საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

დაკავებულებს გამოძიება ორ მუხლს ედავება – პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.

სხდომას უჩა აბაშიძე არ დასწრებია.

პროკურორ გიორგი მუკბანიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომლის გამოკვლევაც საქმის არსებითი განხილვის დროს მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები