მერია: გორში კიდევ ერთი ენერგოეფექტური პროექტი ხორციელდება
გორში ენერგოეფექტური კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ახალი გარე განათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე, გზის 1100 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, სადაც განათების 92 წერტილი განთავსდება
ახალი სისტემა გამზირის ორივე მხარეს მონტაჟდება.
სამუშაოების ღირებულება 496 229 ლარია.
პროექტი, რომლის მიზანიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების სისტემის მოწყობაა, მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება.
ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.