გიორგი გაბუნია – ფასების დარეგულირებაზე: პარლამენტში შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო კომისია, იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა სახის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ საკითხის გადაჭრას დაეხმარება
“პარლამენტში შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო კომისია, იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა სახის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ საკითხის გადაჭრას დაეხმარება,”- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“მიმდინარეობს შეხვედრები, კონსულტაციები სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან და მე დარწმუნებული ვარ, შედეგები იქნება. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სამუშაოები, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, სამთავრობო დონეზე. პარლამენტში შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო კომისია ამასთან დაკავშირებით, იქნება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა სახის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ საკითხის გადაჭრას დაეხმარება,” – აცხადებს გიორგი გაბუნია.