ლევან მახაშვილი: დებატების საუკეთესო მიზანი ის უნდა იყოს, რომ საუკეთესო პოლიტიკა გამოიძერწოს არსებული რეალობიდან

“დებატების საუკეთესო მიზანი ის უნდა იყოს, რომ საუკეთესო პოლიტიკა გამოიძერწოს არსებული რეალობიდან,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

“ლანძღვა-გინება და მსგავსი სიძულვილის ენა არც ისე გვაკლია სამწუხაროდ დღევანდელ სივრცეში. სწორედ ეს რომ გვინდა თავიდან ავირიდოთ, ეს რომ გვინდა შევამციროთ, მაგიტომ, ჩვენი ინიციატივით, ჩვენ თვითონვე გამოვედით კომფორტის ზონიდან. არა ცალ-ცალკე ტელევიზიებიდან ერთმანეთს ლოზუნგები ვესროლოთ და მხოლოდ ჩვენი პოზიციებიდან ველაპარაკოთ საზოგადოებას, არამედ დაინახოს საზოგადოებამ, ერთმანეთთან როგორ ვეჭიდებით. ამ დებატების საუკეთესო მიზანი ის უნდა იყოს, რომ საუკეთესო პოლიტიკა გამოიძერწოს იმ არსებული რეალობიდან“, – აცხადებს ლევან მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები