დოდონის თქმით, მოლდოვის მთავრობა წლის ბოლომდე გადადგება

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, ოპოზიციური სოციალისტური პარტიის ლიდერის, იგორ დოდონის განცხადებით, ქვეყნის მოქმედი მთავრობა წლის ბოლომდე გადადგება, რადგან პრემიერ-მინისტრი ალექსანდრუ მუნტეანუ კრიზისის მართვას ვერ ახერხებს.

მანამდე დოდონმა თქვა, რომ სოციალისტური პარტია მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების პროექტის პარლამენტში რეგისტრაციას გეგმავდა.

„არა მგონია, რომ მთავრობამ წლის ბოლომდეც კი გაძლოს. მეტს ველოდით მუნტეანუსგან, ტექნოკრატისგან, მაგრამ მან ხასიათი ვერ გამოიჩინა“, – აღნიშნა დოდონმა ტელეარხ Cinema 1-ის ეთერში.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებებს სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც აკეთებენ, თუმცა მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები