„2011 წელს ტელევიზიების მიერ კრიმინალური ფაქტების გაშუქების მაჩვენებელი 25% იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 100%-ს შეადგენს“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონეს არ მოუმატია, მისი თქმით გაიზარდა ჩადენილი დანაშაულებების გაშუქების ფაქტები. ამის შესახებ იზორიამ ტელეკომპანია “იმედის“ თოქ-შოუ “რეაქციაში“ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენული ვითარების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში საზოგადოების წარმომადგენლებისთვის იმ პრინციპის გაცნობას გეგმავს, რა პრინციპითაც ჩადენილი დნაშაულებების აღრიცხვა და შემდეგ სტატისტიკის მიღება მიმდინარეობს.
“მინდა დაბეჯითებით ვთქვა, რომ განსაკუთრებულ მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში შემცირება, ხოლო მათი გახსნის თითქმის 100%-იანი მაჩვნებლი გვაქვს. ყველა დამნაშავე ვინც კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, არის დასჯილი“, -განაცხადა იზორიამ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ის დაინტერესდა თუ რამდანად ფართოდ გაშუქდა 2011 წელს ჩადენილი დანაშაულები. იზორიას თქმით, 2011 წელს ტელევიზიების მიერ მათი გაშუქების მაჩვენებელი 25% იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 100%-ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები