შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე –
ალექსანდრე დარახველიძე უძღვებოდა.
სხდომის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს სახელმწიფო
უწყებების მიერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
განხორციელებული ღონისძიებები. ასევე, იმსჯელეს ორგანიზებული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების სტრატეგიისა და 2025-2026 წლების
სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებებსა და სამუშაო
ჯგუფების განახლების საკითხზე.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის,
ფინანსთა მინისტრის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
მინისტრის მოადგილეები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური
პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სპეციალური
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.