თუშეთის გზაზე ავტომანქანა ხევში გადავარდა
თუშეთის გზაზე ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. ავტომანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა. ახმეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის ინფორმაციით, ოთხივე მგზავრი დაიღუპა. თუმცა როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე მაშველები მუშაობენ და გარდაცვლილების რაოდენობა უცნობია. მათივე განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.