სამტრედიას კიდევ ერთი ახალი სპორტული ლოკაცია შეემეტა

დაბა კულაშში ბუნებრივ საფარიანი მინი მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო.

ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისა და პოლპულარიზაციის მიზნით სამტრედიაში მსგავსი პროექტები მრავლად ხორციელდება.

სპორტული საფეხბურთო მოედნის გახსნის დღეს საფუძველი ჩაეყარა აწ გარდაცვლილი ვეტერანი ფეხბურთელის, ზურაბ დადიანის სახელობის ტურნირს.

წლევანდელი ასპარეზობის გამარჯვებული კულაშის მოჭიდავეთა გუნდი გახდა.
გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. ფინალისტი გუნდები ფულადი ჯილდოებით დასაჩუქრდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები