დუშეთში საქართველოს სახალხო არტისტის – ილია ზაქაიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ქ. დუშეთში საქართველოს სახალხო არტისტის – ილია ზაქაიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ სოლო კონცერტი.

კონცერტის დაწყებამდე, ქ. დუშეთის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარმა მამა გრიგოლმა (მგელიაშვილი) მომღერლის საფლავზე სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ღონისძიებას შეკრებილ საზოგადოებასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე.

მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი ილია ზაქაიძე 1924 წლის 7 ივლისს ქალაქ დუშეთში დაიბადა. მას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის ღირსების ორდენი და საპატიო სიგელები.

ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ ერთად შესრულებული სიმღერა ჩაკრულო“ 1977 წელს „ნასამ“ კოსმოსში გაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, ქალაქ დუშეთში ილია ზაქაიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი “ერისიონი”.

ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები